ინტელის სასწავლო კურსი
Sunday, May 29, 2016
მე-6 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.პირველი შემთხვევა იყო,რომ საშინელი დაძაბულობის გარეშე ვიმუშავე.დრო შეუმჩნევლად გაიპარა.გავიმეორეთ ინტერნეტში სურათის მოძიება და ჩამოტვირთვა.კარგად ვისწავლე ვირტუალურ დისკზე მუშაობა(საქაღალდის შექმნა,მასში ფაილების მოთავსება).თითქმის მოვამზადე პრეზენტაცია.ძალიან ბევრს მაძლევს ეს ტრენინგი.
Saturday, May 28, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა.ვისწავლეთ როგორ მივუთითოთ საავტორო უფლებების შესახებ.გავიმეორეთ და დავხვეწეთ პრეზენტაციის წარმოდგენა სლაიდების საშუალებით power point-ში.ინფორმაცია ძალიან მოცულობითია,ძლივს ვახერხებ დამახსოვრებას.
Saturday, May 14, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ერთი ტრენინგი უკვე მოვისმინე.საკმაოდ დავიღალე.მიუხედავად ამისა,კარგად დავამუშავე მიმართულების მიმცემი ზოგადი კითხვების შედგენა.ცოტა დავიბენი შინაარსობლივი კითხვების ჩამოყალიბებაზე.კიდევ დავფიქრდები და ჩამოვყალიბდები.ძალიან საინტერესო ტრენინგია.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა - რატომ უნდა შევისწავლოთ უცხო ენა?
თემატური კითხვა - როგორ გესმით "ჩვენი პლანეტა - ჩვენი სახლია"?
რატომ სჭირდება პლანეტას მოვლა?
შინაარსობლივი კითხვა- რა
თემატური კითხვა - როგორ გესმით "ჩვენი პლანეტა - ჩვენი სახლია"?
რატომ სჭირდება პლანეტას მოვლა?
შინაარსობლივი კითხვა- რა
Thursday, May 12, 2016
მესამე დღის რეფლექსია
წარმოვადგინეთ საშინაო დავალება- ბუკლეტი.დავხვეწეთ პროექტის იდეასა და სასწავლო მიზნებზე მუშაობა.ძალიან საინტერესო ტრენინგია,მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ვიღლები.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
1.რუსული ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.
2. კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას.
3.რესურსების შექმნას და მათ გამოყენებას.
4.ლექსიკური ცოდნის გამოყენებას.
1.რუსული ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.
2. კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას.
3.რესურსების შექმნას და მათ გამოყენებას.
4.ლექსიკური ცოდნის გამოყენებას.
Subscribe to:
Posts (Atom)