Sunday, May 29, 2016

მე-6 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.პირველი შემთხვევა იყო,რომ საშინელი დაძაბულობის გარეშე ვიმუშავე.დრო შეუმჩნევლად გაიპარა.გავიმეორეთ ინტერნეტში სურათის მოძიება და ჩამოტვირთვა.კარგად ვისწავლე ვირტუალურ დისკზე მუშაობა(საქაღალდის შექმნა,მასში ფაილების მოთავსება).თითქმის მოვამზადე პრეზენტაცია.ძალიან ბევრს მაძლევს ეს ტრენინგი.

Saturday, May 28, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა.ვისწავლეთ როგორ მივუთითოთ საავტორო უფლებების შესახებ.გავიმეორეთ და დავხვეწეთ პრეზენტაციის წარმოდგენა სლაიდების საშუალებით power point-ში.ინფორმაცია ძალიან მოცულობითია,ძლივს ვახერხებ დამახსოვრებას.

Saturday, May 14, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ერთი ტრენინგი უკვე მოვისმინე.საკმაოდ დავიღალე.მიუხედავად ამისა,კარგად დავამუშავე მიმართულების მიმცემი ზოგადი კითხვების შედგენა.ცოტა დავიბენი შინაარსობლივი კითხვების ჩამოყალიბებაზე.კიდევ დავფიქრდები და ჩამოვყალიბდები.ძალიან საინტერესო ტრენინგია.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

       ზოგადი კითხვა - რატომ უნდა შევისწავლოთ უცხო ენა?



     თემატური კითხვა - როგორ გესმით "ჩვენი პლანეტა - ჩვენი სახლია"?
                                            რატომ სჭირდება პლანეტას მოვლა?



  შინაარსობლივი კითხვა- რა                                                          

     

Thursday, May 12, 2016

მესამე დღის რეფლექსია

წარმოვადგინეთ საშინაო დავალება- ბუკლეტი.დავხვეწეთ პროექტის იდეასა და სასწავლო მიზნებზე მუშაობა.ძალიან საინტერესო ტრენინგია,მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ვიღლები.

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

1.რუსული ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.

2. კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას.

3.რესურსების შექმნას და მათ გამოყენებას.

4.ლექსიკური ცოდნის გამოყენებას.

Monday, May 9, 2016

მეორე დღის რეფლექსია


         ვიმუშავეთ პროექტის შინაარსზე,ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა.ინფორმაცია საკმაოდ მოცულობითი იყო,საკმაოდ დაძაბული ვიყავი,რომ ყველაფერი კარგად ამეთვისებინა.საშინაო დავალებად მივიღეთ ბუკლეტის გაფორმება.სამუშაო საინტერესო იყო.

Thursday, May 5, 2016

საკლასო პროექტი- ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია.

პროექტის სახელწოდება:  ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია.

პროექტის შინაარსი:   ეკოლოგიური პრობლემა დღეს აქტუალურია.მოსწავლეები რუსულენოვან საიტებზე მოიძიებენ ინფორმაციებს ეკოლოგიურ პრობლემებზე,  გაიღრმავებენ ცოდნას  რუსულ ენაში, გაიმდიდრებენ ლექსიკას, ,გაცვლიან ინფორმაციებს,გამოთქვამენ საკუთარ აზრს,ზეპირ და წერით მეტყველებაში სწორად გამოიყენებენ გრამატიკულ კონსტრუქციებს ,ეკოლოგიურ პრობლემებს გააცნობენ თანატოლებს და ისაუბრებენ თითოეული ადამიანის წვლილის მნიშვნელობაზე გარემოსდაცვით ღონისძიებებში.